საგრანტო პროგრამა: ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა”

ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზი”, საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს საგრანტო პროგრამას: – ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა”.

პროექტის ფარგლებში, ქართველი ემიგრანტებისთვის 2020 წლის 13 სექტემრიდან, ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საინფორმაციო პუნქტმა, რომელიც, ადგილზევე გაგიწევთ დახმარებას სხვადასხვა სოციალურ – ადმინისტრაციულ საკითხებში, თარგმანსა თუ ინფორმაციის მოძიებაში.

„დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ ყოველ კვირა დღეს მობრძანდნენ მისამართზე:

87 rue des Poissonniers; 75018 Paris;

10:00 საათიდან 15:00 საათამდე, სადაც, კონსულტაციასა და დახმარებას გაგიწევენ: – გვანცა დემეტრაშვილი და მირანდა ევგენიძე.

იმედია ეს ახალი ინიციატივა დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს გაერკვნენ საფრანგეთში არსებულ რთულ ბიუროკრატიულ პროცესებში და COVID-19ით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას უფრო შეუმსუბუქებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.