ინფორმაცია ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

„• სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ.

  • დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები.
  • ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
  • გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს.
  • შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
  • საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.
  • შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.