ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ზეა ნომინირებული

ქართველი კომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ზე ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი  საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაშია ნომინირებული.

კონკურსის დაჯილდოება 24 ოქტომბერს, ბელგიაში გაიმართება, რომელსაც ქართველი  კომპოზიტორიც დაესწრება. წელს ეს კონკურსი მეოცედ ტარდება.

ანა ქასრაშვილმა 2015 წელს წარმატებით დაამთავრა ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა; მიიღო კინომუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტის ჯილდო; Abbey Road-ის სტუდიაში ჩაწერა თავისი სადიპლომო ნამუშევარი.

2015 წელსვე მოიგო კალიფორნიის კინომუსიკის კონკურსი (CAIFF Film Scoring Competition) და „წლის კომპოზიტორი“ ეწოდა.

2016 წელს გახდა ესპანეთის ღვინის კომპანია Juan Gil-ის (ხუან ხილი) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კინომუსიკის I საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი.

2017 წელს, სხვა რჩეულ 11 მონაწილესთან ერთად, ჰოლივუდში კინომუსიკის ერთთვიანი ვორქშოპი გაიარა და იქ შექმნილი კომპოზიცია 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერა.

ანა 2018 წელს გახდა Juan Gil-ის კინომუსიკის II საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.

2018 წლის შემოდგომიდან კი ანა ქასრაშვილი ვალენსიის ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.