„თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ ახალი სეზონი გახსნა

„თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ ახალი სეზონი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში გახსნა, რომელიც სოციალური დისტანცირებით იყო მოწყობილი.

2020-2021 წლის სეზონის გახსნაზე გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია – საბალეტო მინიატურები წარმოადგინეს.

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძეა.

13 სექტემბერს, 20:00 საათზე კიდევ ერთი წარმოდგენა გაიმართება.

საბალეტო მინიატურები წარმოდგენილია ბახის, კორელის, მერსეს, შოსტაკოვიჩის მუსიკაზე. ასევე გაიმართა გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერა.

„მაყურებელთა სივრცე გათვლილია 100 ადამიანზე, სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციების გათვალისწინებით“, – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

2016 წელს ქ.თბილისის მერიამ თანამედროვე ბალეტის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დააფუძნა, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები