ქეთევან კალანდაძე გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია

გოეთეს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაში 60 ქვეყნის 120 მონაწილეს შორის B2-დონეში ქეთევან კალანდაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა გერმანული ენის ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

გერმანიის საელჩოში, გერმანიის ელჩმა, ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა, საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა, ქალბატონმა ბარბარა დე ჩაშელმა და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბატონმა საშა ფაბრიმ ქეთევან კალანდაძეს მიულოცეს ეს გამარჯვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.