არტოს ბაღში ქართული მუსიკის ფესტივალი „მუს – სკივრი” გაიმართება

14 ,15 და 16 სექტემბერს, თბილისში, არტოს ბაღში, ქართული მუსიკის ფესტივალი „მუს – სკივრი” გაიმართება.

ფესტივალი სამ დღეს გასტანს და ყოველ დღე 20:00 საათზე დაიწყება.

ღია სივრცე მოწყობილია სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციის გათვალისწინებით.

„ყოველი დღე ძალიან საინტერესოდ არის დატვირთული. საღამოები იქნება გაჯერებული ქართული უკვდავი მელოდიებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალს, 14 სექტემბერს,  ნიკა ნიკვაშვილი და ოპერისა და ბალეტის ორკესტრის მუსიკოსები გახსნიან.

15 სექტემბერს მაყურებლების წინაშე  ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ნინო გულიაშვილი, ანსამბლი „ფორტე”, თეატრალურის კვარტეტი, ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, დათო ჯაფარიძე წარდგებიან.

16 სექტემბერს ფესტივალის სცენა ნატო მეტონიძეს, ლიზა ბაგრატიონს, ქართული ხმების ტრიოს, The Quintessence და ლუკა თოფურიას, ლევან დეისაძეს, პაატა ანდრიაძეს, ზაზა ცერცვაძეს, ირაკლი მენთეშაშვილს და დათო ჯაფარიძეს დაეთმობა.

ფესტივალი „მუს-სკივრი”2020 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია.

კონცერტების პარალელურად, ბაღში  ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენები გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორები ბაკურ ბაკურაძე და ქეთი გაბისიანი არიან.

ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.