,,ოცნება, რომელსაც სამშობლოში ავისრულებ…“ – როგორ იპოვა 5 ვაჟის დედამ საყვარელი საქმე ემიგრაციაში

ვიდეობლოგი რუბრიკით ,,ემიგრანტული ამბები“ 46 წლის ნინო თედიაშვილს გაგაცნობთ. ის 20 წელია ემიგრაციაშია და ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ხუთი ვაჟის დედა დიასახლისია და თავისუფალ დროს ქარგვასა და ხატვას უთმობს. დროის გასაყვანად აღმოჩენილი ნიჭი საყვარელ საქმედ აქცია და დღეს მისი პატარა ,,გალერეა“ ნაქირავებ ბინაში მრავალფეროვან ნამუშევრებს ითვლის…

დროის უმეტეს ნაწილს სამზარეულოში ატარებს, ქარგვისთვის ძირითადად ღამე იცლის ან მაშინ, როდესაც მცირე თავისუფალ დროს იპოვის… თვითნასწავლ ხელოვანს საფრანგეთში რამდენიმე მცირე გამოფენა უკვე ჰქონდა, მისი ოცნებაა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პატარა სახელოსნო ჰქონდეს, სადაც მსურველებს ქარგვას შეასწავლის.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები