ინფორმაცია ლარნაკა – თბილისის მგზავრთა საყურადღებოდ
კვიპროსში საქართველოს საელჩოს ინფორმაციას ავრცელებს 11 სექტემბრის ლარნაკა – თბილისის სპეცრეისის (მათ, ვისაც საიმიგრაციო სამსახურმა სიაში ყოფნა დაუდასტურა) მგზავრთა საყურადღებოდ.
„რეისს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” შეასრულებს.
გამგზავრების დრო: 21:10 სთ. (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 00:20 სთ. (საქართველოს დროით).
ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები 18:00 სთ.-ზე უნდა გამოცხადდნენ.
თითოეულ მგზავრს 23 კგ.- იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ.- იანი ხელბარგის წაღების უფლება აქვს.
საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.