თათია ახალაიას მორიგი ჩვენება Dolce&Gabbana Alta Moda შოუზე

სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ტოპ მოდელმა თათია ახალაიამ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს  ჩვენებაში. 2017 წლიდან თათია ახალაიასთვის ეს უკვე მეოთხე Dolce & Gabbana-ს Alta Moda ჩვენებაა.

წლევანდელი პომპეზური ჩვენება ფლორენციაში, ვილა ბარდინინში  გაიმართა.

ამ შოუსთვის დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ შექმნეს 89 კოსტიუმი იტალიის რენესანსის და მე -16 საუკუნის მკერავების ხელნაკეთობების შთაგონებით. დიზაინერებისათვის დღესასწაული თავად გახდა ფლორენციისადმი სიყვარულის    ახსნის საშუალება და მათ მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ პანდემიის მიუხედავად, ყოველთვის არის ადგილი სილამაზის დღესასწაულისთვის.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.