ნეაპოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 10 და 11 სექტემბერს გასვლითი საკონსულო მომსახურება გაეწევათ 

იტალიაში საქართველოს საკონსულო სამსახური საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს რომში ჩასვლას, ხშირად უწევს ორგანიზებას გასვლით საკონსულო მომსახურებას.

2020 წლის 10 და 11 სექტემბერს საკონსულო გეგმავს ეწვიოს ქალაქ ნეაპოლს, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები, ყველა მსურველისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის და/ან საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ასევე ადგილზე გაეწევათ კონსულტაცია სხვადასხვა საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა საკონსულო მიღება იწარმოებს:
ხუთშაბათს, 10 სექტემბერს, 10:00-13:30
პარასკევს, 11 სექტემბერს, 10:00-13:30
მისამართი: Corso Meridionale, 14 – 80143 Napoli. ( GRAND HOTEL EUROPA)
ამ თემაზე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონი: +39 3501483180
ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.