ახალი ამბები მხოლოდ ქართული სლაიდერი

“რაგბიმ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე დავუბრუნე” – წარმატებულმა ქართველმა მორაგბემ კარიერა დაასრულა

საქართველოს რაგბის ნაკრების წარმატებულმა მოთამაშემ, დავით კაჭარავამ როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სპორტსმენმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა –  იგი მადლობას უხდით გულშემატკივრებსა და მწვრთნელებს და აღნიშნავს, რომ მას რაგბიმ გაცილებით მეტი მისცა, ვიდრე თავად დააბრუნა:

“გამარჯობა! დადგა დღე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე, როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ, ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!
მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.
მეამაყება, რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს, ვის გვერდშიც მითამაშია.
მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის, რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.
რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები….
თქვენს გვერდში ვიქნები,  ბიჭებო. რითიც და როგორც შემეძლება….
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!” – წერს სპორტსმენი

დავით კაჭარავა საქართველოს სარაგბო ნაკრების ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. 

სხვა სიახლეები

იაპონიის წამყვანი ავიახაზების, JAL- ის პირველი კლასის ლაუნჯში ქართული ღვინო გამოჩნდა

Editor

ლევილში ყოველწლიური ღონისძიება -“ქართულ-ფრანგული დღეები” გაიმართა

Editor

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

Editor

12 რამ, რის გაკეთებაც საქართველოში ერთ დღეში შეგიძლიათ – ავსტრალიელი ჟურნალისტის ბლოგი

Editor

“Complete National Parks of Europe”- ში საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა

Editor

სოფია კვინიკაძე კორეულის საუკეთესო მცოდნე ცნობილი უცხოელების ათეულში მოხვდა

Editor