“GeoTRAIN” გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტებისათვის ვიდეოკონცერტს გამართავს

2020 წლის 10 სექტემბერს, ბერლინის დროით 21:00 საათზე  გერმანიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შტუტგარტში არსებული ქართული მუსიკალური ჯგუფის, “GeoTRAIN”-ის ვიდეოკონცერტი გაიმართება. 

კონცერტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს რუბრიკის ნაწილია, რომლის მიზანსაც გერმანიაში მყოფი ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინკონცერტებისა და ვიდეორგოლების მომზადება.

როგორც გერმანიაში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, ქართველები წარმატებით მოღვაწეობენ უცხოეთში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაშიც საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ.

პროექტში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთა კონცერტებიც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდზე წინასწარ დაანონსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები