საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 8 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

  • მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან: აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი და კირიატ იარიმი.
  • შეიზღუდება თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა.
  • აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანზე მეტის ღია სივრცეში.
  • გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას !“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.