როგორ წარდგება საქართველო მასშტაბურ ღონისძიებაზე ჩინეთში- მზადება ,,საზღვაო აბრეშუმის გზის ექსპო 2020″-სთვის

24-26 სექტემბერს, სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში გაიმართება ყოველწლიური ყველაზე მასშტაბური ექსპო გუანდონის პროვინციაში ,,საზღვაო აბრეშუმის გზის ექსპო 2020″.  მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მასში მონაწილეობას ამჟამად ჩინეთში მყოფი უცხოური კომპანიები მიიღებენ. 65 ქვეყანას შორის საქართველოც არის.  ჩვენი ქვეყნიდან წელს 6 ქართული კომპანია წარდგება გამოფენაზე სხვადასხვა პროდუქციითა და აქტივობით. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას, კულტურას, ტურიზმს, სამზარეულოს და ა.შ.

,,საზღვაო აბრეშუმის გზის ექსპო 2020″-ის მხარდამჭერია ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობა, ხოლო უშუალო ორგანიზატორი გახლავთ ამავე ქალაქის სავაჭრო პალატა. რაც შეეხება ქართული პავილიონის მოწყობასა და გამართულობას წელსაც ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი” გაუწევს ორგანიზებას.

ვიდეობლოგის სტუმარი ორგანიზაცია ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის” კულტურის გაცვლის ცენტრის დამფუძნებელი სალომე ციხისელია.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.