საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის საქართველოს საკონსულო ღია კარის დღეს გამართავს
მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებით და მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროა, ჰქონდეთ საქართველოს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი და იმყოფებოდნენ შესაბამის ქვეყანაში საქართველოს საელჩოში საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, რამდენიმე გზით:
საკონსულო სამსახურში გამოცხადების გზით (საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
ვებ გვერდის მეშვეობით (საჭიროა ვებ გვერდზე რეგისტრაცია და ფოტოს ატვირთვა)
აღნიშნული პროცედურების კიდევ უფრო მეტად გამარტივების მიზნით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 14 და 18 სექტემბერს 10 საათიდან 15 საათამდე აცხადებს ღია კარის დღეს და საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველებს სთავაზობს მომსახურებას, ადგილზე გამოცხადების გზითაც, წინასწარი ჩაწერის გარეშე.
“შემდგომში, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ მობრძანდეთ ზემოაღნიშნულ დღეებში და დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა შემდგომ მოხვდეთ საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ ,ადგილზე გადაამოწმოთ, დგეხართ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე” – ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.