ფოტოგრაფიის ღამე მეთერთმეტედ გაიმართება

2020 წელს პოსტ პანდემიურ პერიოდში თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება – ფოტოგრაფიის ღამე უკვე მეთერთმეტედ გაიმართება.

წელს ფოტოგრაფიის ღამეს “სტამბა“ უმასპინძლებს და ფოტო ჩვენებები ამ ისტორიული შენობის 9 განსხვავებულ ლოკაციაზე გაიმართება, სადაც თანამედროვე ფოტოგრაფიის აღმოჩენასთან ერთად, მაყურებელს ფოტოგრაფიის ღამის ფარგლებში – “სტამბაში“ საიდუმლო ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობაც ექნება.

2020 წელს თბილისის ფოტოგრაფიის ღამის პროგრამა ექსკლუზიურ სელექციას წარადგენს :

9 ეკრანიდან 2 ამერიკულ ფოტოგრაფიას დაეთმობა. მათ შორის, ნაჩვენები იქნება:

Tbilisi Photo Festival-ის და სააგენტოს Magnum Photos კოლაბორაციის შედეგი Made in USA – “მაგნუმის“ სააგენტოს 15 -მდე ამერიკელი და არა ამერიკელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ამერიკის შეერთებული შტატები – გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე.

თბილისის ფოტოგრაფიის ღამე პირველად მასპინძლობს ლეგენდარული Leica – ს პრესტიჟული ლეიკა ოსკარ ბარნაკის პრესტიჩული პრიზის ფინალისტების ნამუშევრებს. პროგრამის ნაწილია ასევე ახალგაზრდა მექსიკური ფოტოგრაფია, სააგენტოს NOOR ამერიკელი ფოტოგრაფების და, მათ შორის, ლეგენდარული ფოტოჟურნალისტის სტენლი გრინის ნამუშევრები. ქართული ფოტოგრაფიის ახალი ტალღის ვარსკვლავები – დათო მესხი, გიორგი ნებიერიძე, საბა გორგოძე და მრავალი სხვა; ისევე როგორც მე-20 საუკუნის ისეთი ავტორების ნამუშევრები როგორებიც არიან გიგო გაბაშვილი, ნინო ჯორჯაძე და ტფილისის მოყვარული ფოტოგრაფების კლუბის წევრები.

პროგრამა წარადგენს თანამედროვე ბელგიურ ფოტოგრაფიასაც, პლატფორმას Women in Photo და ღამის ტრადიციულ მონაწილეებს Lensculture, ანკორის ფოტო ფესტივალი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.