აჭარაში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი „Soundspring“ ბრუნდება

აჭარაში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი „Soundspring“ განახლებული ფორმითა და ლოკაციით ბრუნდება.

ფესტივალი ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ყოროლისთავში ჩატარდება და 2 დღეს გასტანს.  ფესტივალზე დასწრება შეზღუდულია.

ბათუმის ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“ 2014 წელს დაარსდა და წელს მესამედ ტარდება. ფესტივალის მიზანია, მუსიკაში ექსპერიმენტის მნიშვნელობის გააზრება, თანამედროვე ტენდენციების მსმენელისთვის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.