ოსლოს ფილარმონიაში ქართველი მევიოლინის კონცერტი გაიმართება
6 სექტემბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ფილარმონიაში გაიმართება ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინის, მარიამ მაღრაძის კონცერტი, რომელშიც ქართველ მუსიკოსთან ერთად, 3 ევროპელი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
მარიამი ოსლოს ფილარმონიის ორკესტრის პირველი ვიოლინოა და ასევე, ფოლკლორულ ორკესტრში უკრავს.