“კუპატა” კვლავ პოპულარულია – უცხოურ ინტერნეტპორტალზე მისმა ვიდეომ 5 დღეში 37 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა

ბათუმელი კუპატა კვლავ ყურადღების ცენტრშია, ამჯერად ბავშვებზე შეყვარებული ძაღლით ინტერნეტპორტალი The DoDo დაინტერესდა და სამწუთიან ვიდეოში მაყურებელს მის შესახებ უყვება. 

ვიდეოს ამჯერადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის 700 000-მდე მომხმარებელმა მოიწონა, ნახვების რაოდენობა კი 37 მილიონს აჭარბებს.

შეგახსენებთ, კუპატა პოპულარული 2020 წლის იანვარში სამოყვარულო ვიდეოს წყალობით გახდა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ეხმარება იგი ბავშვებს ზებრა გადასასვლელით უსაფრთხოდ სარგებლობაში.

https://www.facebook.com/thedodosite/videos/1427391977650633/?v=1427391977650633

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.