,,ჩემი მომავალი უკავშირდება საქართველოს“ – ახალგაზრდა ექიმი გერმანიიდან და მისი  „ლექსები რეცეპტით“

ვიდეობლოგის სტუმარი ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან ნათია ლეკიაშვილია. ის ფრანკფურტში ცხოვრობს. ნათია ექიმია, თერაპევტად ფრანკფურტთან არსებულ ევანგელისტური საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს. პროფესიის გარდა, აქვს მეორე საყვარელი საქმეც, თავისუფალ დროს წერას უთმობს. გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული. ცოტა ხნის წინ, ახალ კრებულზე „ლექსები რეცეპტით”დაასრულა მუშაობა და გამოსაცემად აკინძა. უყვარს ხელოვნება, მუსიკა და თავადაც სიამოვნებით უკრავს ფანდურსა და გიტარაზე. ნათიას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს შექმნილი, სადაც უამრავი გამომწერი ჰყავს.

სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრა, გერმანული ენაც საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტში შეისწავლა. წარმოშობით სიღნაღის რაიონიდან, სოფელ ქვემო ბოდბიდან არის.

როგორია ახალგაზრდა ექიმის ცხოვრება გერმანიაში, რატომ აირჩია მოღვაწეობისთვის ევროპის ეს ქვეყანა და რა დროს უთმობს წერასა და მუსიკას, ის ვიდეო ინტერვიუში ჰყვება…

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.