ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში – “DANCING CRANE”, მოსწავლეთა მიღებას აცხადებს 

ქართული კულტურის ცენტრი DANCING CRANE, რომელიც უკვე 25 წელია ამერიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, ახალი სასწავლო წლიდან განაახლებს მოსწავლეთა მიღებას სხვადასხვა მიმართულებაზე.

აღნიშნულ ცენტრში ქართველ ემიგრანტ ბავშვებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის კარგი შესაძლებლობა, სწავლობენ ქართულ ენას, მუსიკას, ქართულ ცეკვას, ხატვას, ეუფლებიან თეატრის, ბალეტის ხელოვნებას; მუშაობს ფილმების სტუდია, არის ქართული ბიბლიოთეკაც, სადაც 2500-ზე მეტი წიგნია. საკვირაო სკოლის გარდა, ცენტრი აერთიანებს ნიუ-იორკის ქართულ თეატრს, ვაჟთა ვოკალურ ჯგუფს, ქალთა ტრიოს და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.