ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი, თიკო სანიკიძე მსოფლიოს 100 საუკეთესო მხატვარს შორის მოხვდა

 AD ART SHOW 2020-ში ქართველი მხატვრის, თიკო სანიკიძის 4-მა ნახატმა გაიმარჯვა, მათი ავტორი  კი თანამედროვე მხატვრების საუკეთესო ასეულში მოხვდა. გარდა ამისა, AD ART SHOW-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე სტატიის წამყვან ფოტოდ სწორედ ქართველი ხელოვანის ნამუშევარი – ბუ შეირჩა.

AD ART SHOW 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება, წელს მას ნიუ_იორკის ყველაზე ცნობილი, ვესტფილდის სავაჭრო ცენტრი მასპინძლობს.

როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ, ღონისძიებას სექტემბერში საშუალოდ 10 მილიონი ვიზიტორი ეყოლება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.