ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ელჩი დიასპორის წარმომადგენლებს და ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს შეხვდა

2 სექტემბერს, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ქეთევან ციხელაშვილის გაცნობითი სახის შეხვედრები გაიმართა „ავსტრიაში ქართული სათვისტომოს“ წევრებთან, აგრეთვე, ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებთან.

შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს საელჩოს მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერებისა და მსგავსი ფორმატებით შეხვედრების აუცილებლობა, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში ქართული დიასპორის წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობა.

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ტერიტორიულ კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო აგრეთვე, ავსტრიასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ამ მიმართულებით საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.“ – ნათქვამია ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.