„ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის კინოცენტრი ფილმების შერჩევას იწყებს

ეროვნული კინოცენტრი „ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებას ეროვნული კინოცენტრი 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს.

საქართველოს კანდიდატ ფილმს  სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.

კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.

„განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ-პლატფორმაზე;

უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);

შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.