9 წლის წინ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართული კულტურის ახალი კერა – “ქართული ხელოვნების სახლი” გაიხსნა. ის ბიზნესმენმა გიორგი ირემეძემ დაარსა და თურქეთში მცხოვრები ქართველების შეხვედრის საყვარელ ადგილად მალევე იქცა. აქ ხშირად იმართება კონფერენციები, სალონური კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები, მასტერკლასები და სხვა საინეტერსო ღონისძიებები. ხელოვნების სახლში ფუნქციონირებს ქართული ენის, ფანდურის, სალამურის, აკორდეონისა და სხვა ქართული და კავკასიური საკრავების, აგრეთვე, ქართული ცეკვისა და ხატვის შემსწავლელი კურსები.
როგორ ცდილობენ თავი მოუყარონ დიდ ქვეყანაში გაბნეულ ქართველობას და დაახლოვონ ისტორიულ სამშობლოსთან, როგორ უფრთხილდებიან ყველაფერ ქართულს? – ამაზე ვიდეობლოგში ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი ირემაძე საუბრობს.
,,მსგავსი ადგილის შექმნის იდეა დაახლოებით 30 წლის წინ გაჩნდა და მოგვიანებით განვახორციელეთ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავიდანვე ჩვენი იდენტობის შენარჩუნება და ქართული ენის, კულტურის და ხელოვნების გავრცელება-პოპულარიზაცია იყო. ძალიან დიდია ამ საქმეში იბერია მელაშვილის დამსახურება. ნელ-ნელა გავიზარდეთ და გავფართოვდით. უდიდესი პოტენციალია, მარტო ჩვენი ძალები არ ჰყოფნის… უფრო მეტი კერა უნდა შეიქმნას. ბიზნესმენი ვარ, უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ვერც ერთი საქმე იმხელა ბედნიერებას და სიამოვნებას ვერ მომანიჭებს, როგორც თუნდაც ის, რომ 5 ბავშვი ჩვენი სახლის დახმარებით ქართულ ენას ისწავლის და დაუახლოვდება საქართველოს…“ – ამბობს ინტერვიუში გიორგი ირემაძე.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი