დიიიდი ნაყინობანა ბოტანიკურში

ნაყინის ფესტივალი 12 – 13 სექტემბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ტკბილეულის მოყვარულებს იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნაყინის უფასო დეგუსტაციის გარდა, სტუმრებს ელით მუსიკა, თამაშები, გათამაშებები და პრიზები, გემრიელი ყავა, კოქტეილები, ვაუჩერები და საჩუქრები, ბავშვებს კი ზღაპრის პერსონაჟები გაართობენ.

დაგეგმილია ილუზიონისტ ავთანდილ გოგეშვილის შოუ და ნაყინობანა ფოკუსმოკუსები,   ასევე პოპულარული კულინარიული ტელეშოუ „მასტერ-შეფის“ ფინალისტების – ნუცა სურგულაძის და დიმუ მენაბდეს შეჯიბრი.

ფესტივალი  სტუმრებს ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) 14:00 საათიდან 20:00 საათამდე ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.