“მარია დოლენს”-ის მემორიალთან საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა
“მარია დოლენს”-ის მშვიდობის მემორანდუმის ფარგლებში, როვერეტოს მირავალეს ბორცვზე მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალთან – “Campana dei caduti’’, საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ზარი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა საპატივსაცემოდ, ამავე ომში მონაწილე, გადადნობილი ზარბაზნების ბრინჯაოსაგან არის შექმნილი, დროთა განმავლობაში, საყოველთაო მშვიდობის მემორიალად და მსოფლიოს ყველა ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოდ იქცა.
საქართველო 98-ე ქვეყანაა, რომელიც მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა.