იოსკო გრავნერი: “სათავე ჩემთვის საქართველოა!’’

საქართველოს ელჩი იტალიაში, ტრენტოს ფესტივალის ფარგლებში, იტალიელ მეღვინეს იოსკო გრავნერს შეხვდა.

იოსკო გრავნერი ევროპაში ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის პიონერია და უკვე ათეული წლებია ღვინოს ქართულ ქვევრებში აყენებს. შეხვედრის შემდეგ, ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, გაიმართა დიალოგი Slow Wine– ის ეროვნულ კოორდინატორ ფაბიო ჯავედონსა და იოსკო გრავნერს შორის, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო ქვევრის ტრადიციასა და მასში დაყენებული ღვინის უნიკალურობაზე.

იოსკო გრავნერი: ,,სუფთა წყალი ოკეანეში კი არა, მთის კენწეროში, მის სათავესთან უნდა ეძიო, ეს სათავე ჩემთვის საქართველოა!’’

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები