საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 1 სექტემბრიდან გაიხსნება

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 1 სექტემბრიდან გაიხსნება, დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ Facebook–გვერდზე.

„1 სექტემბერს, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სპეციალური წესების დაცვით,  სამკითხველო დარბაზები მუშაობას განაახლებენ“, – წერს კეკელიძე.

ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სპეციალური ვიდეოინსტრუქცია, რომელიც როგორც ბიბლიოთეკის სტუმრებმა, ასევე თანამშრომლებმაც უნდა გაითვალისწინონ. ახალ წესებს შორისაა პირბადის ტარება, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანციის მკაცრად დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები