ახალი სპეცრეისი სტუდენტებისთვის
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბილეთის ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი და, საჭიროების შემთხვევაში, ჩარტერული რეისების პროგრამაც გაგრძელდება.
„მოთხოვნა შენარჩუნებულია და შესაბამის სამინისტროებთან ახალგაზრდობის სააგენტოს ეფექტური მუშაობის შედეგად დადგინდა ახალი მიმართულება – ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.