,,რთულია იყო გაბედული“ – ქართველი მხატვარი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრი გახდა

ვიდეობლოგის სტუმარი თედო რეხვიაშვილია. ხელოვანი, რომელმაც ახლახანს წარმატებით დაიცვა დიპლომი და ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ფერწერის მაგისტრი გახდა.

თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში 2018 წლიდან სწავლობდა, ის ამ დროის მანძილზე ამერიკაში არაერთი გამოფენის მონაწილე გახდა. მისი ნამუშევარი სოთბის აუქციონზეც კი მოხვდა. გაუჩნდა უამრავი თაყვანისმცემელი. მის ნახატებს კი, ხელოვნების გავლენიანი კრიტიკოსები აფასებენ. როგორ მოხვდა ქართველი ხელოვანი მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებელში, რას ნიშნავს მსგავს ადგილას ცოდნის მიღება, რა შესაძლებლობების კარს გაუხსნის ის? – ამ და სხვა თემებზე ხელოვანი ვიდეო-ინტერვიუში საუბრობს.

,,ჩემი ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი წელი გავიარე. მივიღე სრულიად ახალი ცოდნა და გამოცდილებები, რამაც ჩემი, როგორც ხელოვანის გზა და ცხოვრება ერთბაშად შეცვალა“-  ამბობს მხატვარი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.