ამსტერდამი, ბერლინი, პარიზი და ვენა – Georgian Airways-ის სექტემბერის ჩარტერული რეისები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას სექტემბერშიც გააგრძელებს.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქოავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

  • 1 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 2 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);
  • 3 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 4 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 5 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 7 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 11 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 12 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 13 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 14 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 15 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 19 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 21 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
  • 22 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
  • 26 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 28 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);“ – ნათქვამია განცხადებაში.

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 აგვისტოს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.