თამარ ყავლაშვილი სწავლას ჩინეთში ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის სრული დაფინანსებით განაგრძობს

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით,,  საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული თამარ ყავლაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

თამარმა წარმატებით გაიარა კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და წარდგენილი საბუთებისა და გასაუბრების საფუძველზე მოიპოვა ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია სრული დაფინანსებით.

თამარი სწავლის პარალელურად სტაჟირებას გაივლის მის მიერ არჩეულ სიამენის უნივერსიტეტში.

„სწავლის დროს თამარი ხშირად იღებდა მონაწილეობას კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

თამარ ყავლაშვილის მიერ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ჩინური კულტურის სხვადასხვა ასპექტს. მან ასევე წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის დონის გამოცდები, კერძოდ HSK 2, HSK 3, HSK 4 და სალაპარაკო ჩინური ენის დონის გამოცდა HSKK.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.