„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამამ 19 ქვეყნიდან, 45 გამარჯვებული გამოავლინა

სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.

კონკურსში გამარჯვებული, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გამოცხადების ცერემონია, 27 აგვისტოს გაიმართება.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

2020 წლის კონკურსის ფარგლებში 87 საპროექტო წინადადებიდან, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 70 განაცხადი, მათგან სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა 45 გამარჯვებული.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარების და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში. პროექტი, საშუალებას აძლევს თანამემამულეებს, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.