„ქართული ცეცხლი“ მზიურის პარკში
„სამეფო ნაციონალური ბალეტის“ გამოსვლები მზიურის პარკში 28-30 აგვისტოს გაიმართება.
„ვინც აქამდე ვერ მოახერხეთ ჩვენს კონცერტზე მობრძანება ეხლა შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ. დასწრება თავისუფალია! დასაწყისი 20:00 საათზე“, – იუწყებიან ორგანიზატორები ანსამბლის ფეისბუქ გვერდზე.
„ქართული ცეცხლი“. ეს არის ლირიკული შოუ, რომელიც მაყურებელს თვითმყოფად ქართულ კულტურას აცნობს. ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ერთობლიობა არაა, ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ერთი იდეა და სიუჟეტის ხაზი აერთიანებს.
„სამეფო ნაციონალური ბალეტი” საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს.