ქართული ინდი-თამაში Medulla Game iOS-ის მომხმარებელთათვის უკვე ხელმისაწვდომია

ქართული ინდი-თამაში Medulla Game iOS-ის მომხმარებელთათვის უკვე ხელმისაწვდომია. ქართული ინდი-თამაში „მედულა“ გია ბოხუამ და Lemondo Games-მა შექმნეს. Medulla – ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით  გუნდი თამაშის შექმნაზე 5 წელი მუშაობდა.

„Medulla Game“ ერთგვარი  სათავგადასავლო თამაშია, სადაც პერსონაჟს მოგზაურობისას სხვადასხვა დაბრკოლება და თავსატეხი ხვდება.

სწორედ ამ ქართულმა ინდი-თამაშმა „Medulla Game” საერთაშორისო კონკურსზე “Indigo Awards ” სამი ოქრო და ერთი  ვერცხლი მოიგო.

ნამუშევარმა სამ  კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო მოიგო.  “Sound Design & Use of Music for Games 2020“-ში კი ვერცხლი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები