ფესტივალი ,,ექსტრემალურად“ ცხელი წერტილიდან და ასოციაცია, რომელიც წლებია ესპანეთში ქართულ საქმეს აკეთებს

მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორულ ფესტივალში, რომელიც ესპანეთში ეწყობა, ყოველ წელს საქართველოც მონაწილეობს. ღონისძიება ექსტრემადურას ფოლკლორის ფედერაციის ეგიდით და ქართული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების” თაოსნობით იმართება. რიგით 34-ე ფესტივალი წელს პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ვიდეობლოგის სტუმარი ასოციაციის დამფუძნებელი ქალბატონი მანანა გოგოლაძეა. ასოციაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, 2002 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან საქართველოს, როგორც წარმატებული ქვეყნის პოპულარიზაციაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების ესპანურ საზოგადოებაში ინტეგრირებას.

ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები” აქცენტს უფრო მეტად კულტურულ–საგანმანათლებლო სამუშაოებზე აკეთებს. თანამშრომლობს  საქართველოს სახელმწიფო თეატრებთან და ფოლკლორულ კოლექტივებთან. ასევე ესპანეთის კულტურის სამინისტროს თანხმობით, ასოციაცია ლიცენზირებულია ჩაატაროს საკუთარი ღონისძიებები სხვადასხვა ფესტივალების  ფარგლებში. ორგანიზაციას აქვს მრავალფეროვანი პროექტები. მის ბაზაზე მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლაც, ასევე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.