,,ბრენდის პერსონიფიკაციას თუ გავაკეთებთ- ადამიანია,რომელიც ყოველთვის მეტს თხოვს საკუთარ თავს“

ხათუნა მუზაშვილი სამშენებლო კომპანია ,,მეტი დეველოპმენტის“ გუნდს წელიწადნახევრის წინ შეურთდა. ის ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნავს. კომპანიის საქმიანობა საზოგადოებას არაერთი საინტერესო პიარ პროექტით უკვე გააცნო. ,,მეტის“ მიზნებსა და ამოცანებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თავის საქმიანობითაც ამართლებს – საქმის სიყვარული და ხარისხი, ყველა დეტალსა და ნიუანსში უნდა ჩანდეს.

 რა არის ,,მეტი დეველოპმენტის“ მეტი?

– როდესაც ვიბადებით, პირველ რიგში სახელს გვირჩევენ. ალბათ ყველა ადამიანმა, რომელსაც შვილი ჰყავს, იცის რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს სახელი მიესადაგებოდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელწოდების შერჩევა კომპანიისა და ბრენდის შექმნის დროსაც. როდესაც სამშენებლო კომპანიისათვის სახელს ვარჩევდით, მარკეტოლოგების გუნდმა, რომელმაც ჩვენი ფასეულობების და მიზნების შესახებ შეიტყო, მაშინვე გადაწყვიტა ეს ყოფილიყო ,,მეტი დეველოპმენტი“. კომპანიის მთავარი მიზანი იყო და რჩება – ნებისმიერ სიტუაციაში გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს შესაძლებელია.

რას ჰპირდება ,,მეტი დეველოპმენტი“  მომხმარებელს?

– მომხმარებელს ის ჰპირდება მუდმივ ზრდასა და განვითარებას. ,,მეტი დეველოპმენტში“ ჩემი წელიწადნახევრიანი მოღვაწეობის მანძილზე, საოცარი ტრანსფორმაციის მომსწრე გავხდი. ჩემს თვალწინ იცვლება და ვითარდება კომპანია. თუ ადრე ვსაუბრობდით ენერგო ეფექტურობაზე, ხმის და ტემპერატურის იზოლაციაზე, გამწვანებულ გარემოზე… დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, რომ ეს გამწვანება უნდა იყოს ვერტიკალური და არამარტო ეზოში. ბოლო სართულზე მცხოვრებსაც სჭირდება გამწვანებული აივანი და გარშემო ეკოლოგიური სიჯანსაღე. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ ველო ბილიკებზე, ელექტრო ტრანსპორტის დასამუხტ მოწყობილობებზე და ა.შ. ,,მეტი დეველოპმენტი“ მართლაც ფეხდაფეხ მიჰყვება სიახლეებს და ჰპირდება მომხარებელს მუდმივ განვითარებას.

,,მეტი დეველოპმენტის“ როგორც ბრენდის პერსონიფიკაციას თუ გავაკეთებთ – ეს არის ადამიანი, რომელიც სირთულეების მიუხედავად, სიტყვას ყოველთვის ასრულებს.

რა არის თქვენთვის ,,მეტი“ და როგორც თანამშრომელმა, რატომ აირჩიეთ ის?

– ,,მეტი“ ამ შემთხვევაშიც ბევრად ,,მეტია“. პირველ რიგში ეს არის ძალიან კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც ყველაფერი გუნდურ პრინციპებზეა აგებული. ბორდის მიერ გუნდურად განიხილება ყველა დეტალი და არცერთი საინტერესო შეთავაზება არ რჩება ყურადღების მიღმა. ამ კომპანიაში ადამიანები მუშაობენ არა მხოლოდ ხელფასის გამო, ეს საქმე მათ სიამოვნებას ანიჭებთ. ორიენტირებულები არიან ხარისხზე და მომხმარებელზე. ხანდახან ამან შეიძლება არასამუშაო დროც იმსხვერპლოს, მაგრამ არავინ ავალდებულებთ,  საქმეს სიამოვნებით აკეთებენ და ეს ეტყობა ყველაფერს.

რატომ ავირჩიე ,,მეტი“? ჩვენ ერთმანეთი ავირჩიეთ… ეს გადაწყვეტილება მივიღე კომპანიის ფასეულობების, მისი დამფუძნებლების მსოფლმხედველობისა და პიროვნების გამო. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული ფასეულობები და კიდევ უფრო იშვიათია, როდესაც ამ ფასეულობებს იზიარებს მთელი გუნდი. ,,მეტი დეველოპმენტში“ კი, ეს ყველაფერი ძალიან სწორად და კარგად დამხვდა დალაგებული.

რას ქმნით ,,მეტი დეველოპმენტისთვის“?

– საზოგადოებასთან ურთიერთობას – ვზრუნავ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს თუ რას წარმოადგენს და რას ქმნის ,,მეტი“. ვამზადებ სტატიებს, ორგანიზებას ვუკეთებ გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის ხშირია საქველმოქმედო ხასიათის აქტივობები, ასევე ჩვენი  მობინადრეებისთვის შექმნილი პროექტები. განსაკუთრებულად მომწონს, რომ პოტენციურ მყიდველთან ერთად, აქცენტი მათზეც კეთდება, ვინც უკვე აირჩია ,,მეტი დეველოპმენტი“.

თქვენი პროგრამა ,,მინიმუმი“ და ,,მაქსიმუმი“?

– რაც დრო გადის, სამყარო სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და სწრაფად იცვლება ყველაფერი. ის რაც ახლა ,,მაქსიმუმი“ მგონია, შეიძლება 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ ,,მინიმუმად“ იქცეს. ,,მეტი დეველოპმენტში“ არაერთი ,,ეკოსითის“ მშენებლობა იგეგმება, გაგრძელდება ეკოლოგიურობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. კომპანია არამარტო ააშენებს ეკო კომპლექსებს, არამედ დადებს თავის წილ აგურს მსოფლმხედველობის შესაცვლელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო საქართველოსთვის, არამედ პლანეტარული მასშტაბით.

და ბოლოს – ,,მეტი დეველოპმენტს“ აქვს ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება, რომელიც ემიგრანტებს ეხება. არჩევანი აქაც ორმხრივი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია მეორე წელია გამოკითხვის შედეგად, ემიგრანტების რჩეული კომპანიაა. ,,მეტი დველოპმენტი“ საპასუხო ნაბიჯებს ყოველთვის დგამს: უკვე გვქონდა ერთი ლაივ ჩართვა ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებით. 26 აგვისტოს მორიგი პირდაპირი ჩართვა შედგება ფეისბუქის მეშვეობით და გაორმაგებულ ფასდაკლებას სულ 5 ბინაზე გავაკეთებთ. ეს იქნება ძალიან კარგი შანსი ,,ეკოსითიში“ ბინის შესაძენად – საუკეთესო გადახდის პირობებით. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.