Turkish Airlines-ი რეისებს 26 სექტემბრამდე განახორციელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თურქეთის ავიაკომპანია Turkish Airlines 29 აგვისტოდან თბილისიდან ფრენებს იწყებს.

Turkish Airlines ჩარტერული ავიარეისების კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს, განახორციელებს.

არსებული განრიგით Turkish Airlines-ი რეისებს 26 სექტემბრამდე განახორციელებს და ყველა რეისი იქნება გამყვანი, ანუ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.