ყვიბისში X-XI საუკუნის აკლდამა აღმოაჩინეს

ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, ბერის საყდრების მამათა მონასტერთან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, X-XI საუკუნის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, იმ პერიოდში მოღვაწე ბერებს ეკუთვნით.

აკლდამაში, სამარხთან ერთად მონეტა და კერამიკისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები იყო დაფლული, რომელთა შესწავლა ბორჯომის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესია.

ბერის საყდრები აგებულია X-XI საუკუნეებში. მის მშენებლობას წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თევდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები