შავი ზღვის ჯაზ – ფესტივალი 2020

შავი ზღვის რიგით მე -14 ჯაზ – ფესტივალი (Black Sea Jazz Festival) ბათუმში 21-23 აგვისტოს გაიმართება.

“წლევანდელ ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project-ით წარდგება.

22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.

შავი ზღვის ჯაზ – ფესტივალს 23 აგვისტოს – Young Georgian Lolitaz და ჯგუფი MokuMoku დახურავენ.“ – იუწყებიან ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.