,,ქართულმა კვირამ” თანამშრომლობა ქართულ-იტალიურ კულტურულ ორგანიზაცია “ჟალეთთან” დაიწყო

მედიაპორტალმა ,,ქართულმა კვირამ“  თანამშრომლობა ქართულ-იტალიურ კულტურულ ორგანიზაცია “ჟალეთთან” დაიწყო. მხარეებს შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მედიაპორტალის კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ორგანიზაცია ,,ჟალეთის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ზაზაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმით მხარეები საკუთარ საქმიანობას ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებით წარმართავენ. მოხდება ინფორმაციების გაცვლა, ასევე დაიგეგმება სხვადასხვა სახის კულტურული და სოციალური აქტივობები, რაც პირდაპირ კავშირში იქნება ქართველ ემიგრანტებთან.

ქართულ-იტალიური კულტურული ორგანიზაცია “ჟალეთი” 2010 წელს დააფუძნეს დებმა ნია და ნათია ზაზაშვილებმა. ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ფლორენციასა და ქალაქ ემპოლიში. დიასპორასთან მუშაობის თვლსაზრისით კი “ჟალეთი”  ტოსკანის რეგიონს სრულიად ფარავს. ორგანიზაცია მუშაობს კულტურულ-შემეცნებით პროექტებზე. ეწევა საემიგრაციო და საკონსულტაციო სამსახურს ტოსკანის რეგიონის ქართულ დიასპორასთან და ასევე თანამშრომლობს ქართულ დიასპორულ უწყებებთან.

2010 წელსვე ნია და ნათია ზაზაშვილებმა დააფუძნეს პირველი ქართული საკვირაო სკოლა იტალიის ტერიტორიაზე. ორგანიზაციასთან არსებობს ფოლკლორული ჯგუფები. ,,ჟალეთს“ ასობით კულტურული საღამო აქვს ორგანიზებული როგორც იტალიაში ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, ათეულობით საერთაშორისო ფესტივალზე აქვს წარდგენილ ქართული პროგრამა და დღეისათვის უკვე საერთაშორისო პროექტების თანაავტორია, რომელიც არამარტო ქართულ, არამედ ტოსკანის რეგიონის ემიგრაციის ინტეგრაციასა და უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.