ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ ახალ გამოცემას სთავაზობს – „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ ახალ გამოცემას სთავაზობს – „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი“.
მემორიალური ალბომი, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით გამოიცა, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. ალბომში შესულია ბიოგრაფიული ცნობები, ფოტოები, დოკუმენტები, წერილები. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევრებისა და ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის.

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს გამოიხატა XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და ისევე როგორც, ფაქტობრივად, ყველგან, საქართველოშიც გაჩაღდა რევოლუციური კერები. ამ პერიოდში რუსეთში შეიქმნა კრასნოიარსკის, ლიუბოტინის, ნოვოროსიისკის, ჩიტას, სოჭის, ხოლო საქართველოში – ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა ე.წ. „რესპუბლიკები“, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას“, – ვკითხულობთ წიგნში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.