ემიგრანტების ბაღში “წერილების ფესტივალი” მოეწყო

2020 წლის 15 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ემიგრანტთა ბაღში -“ფესვები” პოეტ ლია ნაროუშვილის ინიციატივით გაიმართა “წერილების ფესტივალი”, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის სულიერების ცენტრის მთავარი სპეციალისტისა და ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის, კალიგრაფიის ონლაინსწავლების პედაგოგის ქალბატონი ,ლეილა ბაღბაიას კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

“წერილების ფესტივალში” 50-მდე მწერალი იღებდა მონაწილეობას. თიკა სვანიძე-ვენკომ ორ უხუცეს მწერალს, რევაზ მიშველაძესა და ბელა შალვაშვილს გადასცა საპატიო ჯილდო ფონდის სახელით.

ლეილა ბაღბაიას კალიგრაფიულმა ნამუშევრებმა თითოეული სტუმარისა თუ მნახველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

წერელიბის ფესტივალზე“, აფხაზეთის ხეივანში სწორედ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები იქნა გამოფენილი და არა ერთი მოწვეული სტუმრის აღფრთოვანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.