ბრუკლინში პირველი ქართული ორგანული მაღაზია – “ოდელია” გაიხსნა

“მსოფლიო პანდემიის დროს, როცა ყოველდღიურად ათეულობით ამერიკული ბიზნესი კოტრდება და იხურება, ორმაგად სასიხარულოა, რომ ბრუკლინში, ბრაიტონზე ხვალიდან იხსნება პირველი ქართული ორგანული მაღაზია – “ოდელია” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი ნიკოლაიშვილი წერს.

“ოდელია” გთავაზობთ წესების სრული დაცვით მომზადებულ იმერულ ჭყინტ ყველს. “ოდელიაში” ყველაფერი ნატურალურია – ქათამი, რძე, თაფლი, ყველი, იოგურტი და ა.შ. მაღაზია ასევე გთავაზობთ ამიშების პროდუქციის დიდ არჩევანს, რომელიც ლანკასტერიდან (პენსილვანიის შტატი) ამიშების სოფლიდან ჩამოდის მაღაზიის მისამართია: 3098 Brighton 1st Pl, Brooklyn, NY 11235

წარმატებები ვუსურვოთ “ოდელიას”, ხვალიდან მაღაზია ყველას გიმასპინძლებთ, სრული პროდუქციის დიდ არჩევანს კი შემდეგი კვირიდან გვპირდებიან” – წერს ემიგრანტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.