15 წლის ჩხოროწყუელმა ბიჭმა მსოფლიო კონკურსში, ,,Peace Designer” გაიმარჯვა
როგორც სოციალური ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, თამარ ბელქანია წერს, 15 წლის ჩხოროწყუელმა ბიჭმა, გიორგი კვარაცხელიამ მსოფლიო კონკურსში, სახელწოდებით ,,Peace Designer” – ,,მშვიდობის შემქმნელები” – გაიმარჯვა.
“ამ წუთას გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო კონკურსში სახელწოდებით ,,Peace Designer” – ,,მშვიდობის შემქმნელები” წარდგენილი პროექტებიდან გაიმარჯვა ჩემმა ჩხოროწყუელმა ბიძაშვილმა, 15 წლის გიორგი კვარაცხელიამ.
კონკურსი გულისხმობდა ისეთი პროექტის წარდგინებას, სადაც კონკურსანტი გუნდი დაასაბუთებდა, რომ მშვიდობას სწორედ ამ პროექტის განხორციელება ესაჭიროება. კონკურსის ენა ბუნებრივია ინგლისური იყო. მონაწილეობდნენ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები.
გიორგის პროექტი უკავშირდება ბუნების დაცვას. კერძოდ, ყოფითი ნარჩენების განთავსების ადგილს.
მისი პრეზენტაცია იყო უზადო, რომელმაც კონკურსის კომისიის სახელოვანი წევრები აღაფრთოვანა. დეტალებს მოგვიანებით მოგიყვებით. მთავარი არც სერტიფიკატი არც ჯილდო და არც აღიარებაა, რომელსაც ამერიკულ-კორეული მხარე გამოაგზავნის, არამედ ის, რომ პატარა მოდინახე/ სამეგრელო სამყაროს ,,მშვიდობის შექმნაში’ ჩაერთო და მისი ცნობადობა გაიზარდა.
გიორგი ჩხოროწყუს ეტალონის გამარჯვებულია. თავისუფლად საუბრობს ევროპულ ენებზე და იცის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები.
გილოცავ, გიორგი ! შენ ამტკიცებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ სად ცხოვრობს ან სწავლობს ადამიანი, მთავარია, პიროვნული განვითარება და სურვილი – იყო მსოფლიოს ნაწილი!” – წერს თამარ ბელქანია.