საქართველოს დღეები ამერიკაში და თბილისის ქუჩა ბრუკლინში – დავით ოქიტაშვილი “დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივას” ეხმაურება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ქალბატონი დიანა ბაგრატიონი წლებია,  ქართულ საქმეს ემსახურება, ის გახლავთ საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი. ამჯერად არ ჩამოვთვლით მის მიერ გაღებულ სიკეთეებს და ფონდის მიერ გაწეულ დახმარებებს, თუმცა აღვნიშნავთ ერთ ფაქტს, მან წლების წინ დაარსა თბილისში, კერძოდ, იაშვილის კლინიკაში განყოფილება და მისი ფონდი ინტენსიურად ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.

რაც მთავარია, მან ხიდი გადო ბრუკლინსა და თბილსის შორის, ორი ქალაქის დამეგობრების აღსანიშნავად კი ბრუკლინში თბილისის ქუჩის გახსნა დაიგეგმა.პანდემიის გამო მომავალ წელს გრანდიოზულ აღნიშვნაზე თბილისიდან ბრუკლინ ბოროუს პრეზიდენტი ერიკ ადამსი დეგაციას ელოდება , მანამდე კი ნიუ – იორკის სხვადასხვა ტელეარხებისთვის მზადდება გადაცემა, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანები მიიღებენ.

ასე აღნიშნავენ წელს საქართველოსა და ამერიკის კულტურისა და მეგობრობის დღეებს. გთავაზობთ ამ გადაცემის ერთ – ერთი მონაწილის სტატუს . დავით ოქიტაშვილმა ის თავის გვერდზე გააზიარა:

,,კულტურის პალატა“ და მე, როგორც მისი პრეზიდენტი, მივესალმები, მადლობელი ვარ და მხარს ვუჭერ „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ ინიციატივას ნიუ-იორკში საქართველოს დღეების გამართვის შესახებ. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნიუ-იორკის მერიამ თანხმობა და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დღეების ჩატარებაზე; რაც კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ საქართველოს და ამერიკას შორის ისტორიული მეგობრობა გრძელდება და მას ალტერნატივა არ აქვს.

მიმდინარე წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, მხოლოდ ვიდეო-მილოცვით შემოვიფარგლები და მადლობას ვუხდი „ბრუკლინ ბოროს“ პრეზიდენტს ერიკ ადამსს მეგობრობისთვის; მოხარული ვარ და მივესალმები მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატა ქართულ-ამერიკული კულტურის და მეგობრობის დღეების გამართვის შესახებ ბრუკლინში. „საქართველოს კულტურის პალატა“ მზად არის გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „დიანა ბაგრატიონის ფონდთან“, რათა მომავალში ერთობლივად ბევრი საინტერესო ღონისძიება განვახორციელოთ ამერიკაში ქართველ და ამერიკელ ხალხთა მეგობრობის ნიშნად; პირველი ნაბიჯი იქნება თბილისის და ბრუკლინის დამეგობრება, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ. მზად ვართ მომავალ 2021 წელს ჩამოვიდეთ ამერიკაში, რათა დავესწროთ და ღირსეულად წარვსდგეთ თბილისის ქუჩის გახსნის ცერემონიაზე ბრუკლინში; მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით საქართველოდან, შეხვედრამდე” – წერს დავით ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შარშან ეს დღე გრანდიოზულად ჩატარდა ბრუკლინ ბოროუს სასახლეში, სადაც სიტყვით ბრუკლინ ბორო პრეზიდენტი, ერიკ ადამსი გამოვიდა: თავდაპირველად მადლობა მოახსენა დიანა ბაგრატიონს ფონდის დაარსებისთვის, ამასთანავე აღნიშნა, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ საიდან მოვდივართ , ყველანი სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და თუ ვინმე ოდესმე იმას გეტყვის და მიგითითებს,რომ წახვიდეთ იქ, საიდანაც მოხვედით, უყოყმანოდ დაეთანხმეთ მას იმ შემთხვევში თუ ის გადაწყვეტს პირველად წასვლას მის ქვეყანაში და გაეცნობა მისი ქვეყნის ისტორიას, მე დღეს მაქვს უდიდესი პატივი გავეცნო თქვენს არაჩვეულებრივ კულტურას , ხალხს, რომელიც ამ ქვეყნის სახეა და დღევანდელი დღე არის ნამდვილად დასამახსოვრებელი თარიღი როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვისაც, მადლობა კი ჩვენი მხრიდან ყველაზე მცირედია იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ კულტურის განვითარებაში, და ბოლოს თქვენ ხართ ის საზოგადოება რომელთაც დიდი წყვილი მიგიძღვით კულტურის განვითარებაში და ამავდროულად თქვენ ხართ ბრუკლინ ბოროუს ისტორიის ნაწილი” – ბრუკლინ ბოროს პრეზიდენტი ერიკ ადამსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.