ბარსელონაში საქართველოს საკონსულომ კატალონიის რეგიონში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა

გაცნობითი სახის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თეონა გაზდელიანმა, რომელიც გახლავთ მსოფლიოს ორგზის, ევროპის ოთხგზის და ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი კიოკუშინკაის სტილის კარატეში, ილია ხაბულიანმა, ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონმა ძიუდოში, კატალონიისა და ესპანეთის პატარა ჩემპიონებმა – საბა თოდუამ (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) და ნიკოლოზ ფანგანმა (ძიუდო), ასევე, სპორტის ვეტერანებმა და გულშემატკივრებმა.

შეხვედრაზე გამოითქვა იდეა ესპანეთსა და ანდორაში მოღვაწე სპორტსმენების ურთიერთდაკავშირების თაობაზე, საერთო სივრცის შექმნის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ესპანეთში მცხოვრები ქართველების სპორტში ჩაბმასა და ჯანსაღი წესით ცხოვრების პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.