საქართველოს ელჩი გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ჰამბურგში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა ქართველ თანამემამულეებთან. შეხვედრა 2 განმვალობაში მიმდინარეობდა და განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პრობლემური საკითხები, სამომავლო ერთობლივი გეგმები, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერების და მსგავსი ფორმატით შეხვედრების აუცილებლობა, ხაზი გაესვა ქართულ/გერმანული ფორუმის ჩამოყალიბების საკითხს და ამ ფორუმში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას.