მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში კიდევ ერთი, მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა UFC 252-ის მთავარ ქარდში იასპარეზა და მჩატე წონის დივიზიონში ამერიკელი ჯონ დოდსონი დაამარცხა, რომელიც ამ წონით კატეგორიის რეიტინგში მე-12 ადგილზეა.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა. ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგების შემდეგ დვალიშვილის სავარაუდოდ რეიტინგში მე-12 პოზიციაზე დაწინაურდება.

ქართველ მებრძოლს უკვე 7 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც 5 მოიგო და 2-ში დამარცხდა.

“მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა მებრძოლი ვარ, UFC-ში გამოვდივარ და მშენელობაზე მუშაობა აღარ არის საჭირო. მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ის. დღევანდელი გამარჯვება მაძლევს შესაძლებლობას ნიუ-იორკში ბინა შევიძინო. ეს ჩემი ოცნებაა და ეს ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ.” – მერაბ დვალიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.